კახა გოგოლაშვილი - უცხოური გავლენის აგენტებთან დაკავშირებულ კანონპროექტს „რუსული კანონი“ იმიტომ  ჰქვია, რომ პირველად რუსეთში დაამახინჯეს ამერიკული კანონი - კანონი აიღეს და მოხსნეს ძირითადი ნაწილი

უცხოური გავლენის აგენტებთან დაკავშირებულ კანონპროექტს „რუსული კანონი“ იმიტომ ჰქვია, რომ პირველად რუსეთში დაამახინჯეს ამერიკული კანონი - კანონი აიღეს და მოხსნეს ძირითადი ნაწილი, - ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთში „ფარას“ კანონი არასამთავრობოებს მოარგეს, როდესაც აშშ, ბრიტანეთში, მხოლოდ და მხოლოდ, აგენტებისთვის არსებობს.

„რუსული კანონი“ იმიტომ ჰქვია, რომ პირველად რუსეთში დაამახინჯეს ეს ამერიკული კანონი. კანონი აიღეს, მოხსნეს ძირითადი ნაწილი, მაგალითად ის, რომ შენ უნდა იყო ვიღაცის წარმომადგენელი, აგენტი. დაამახინჯეს კანონი და არასამთავრობოებს მოარგეს, როდესაც აშშ-ში, ბრიტანეთში არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ, აგენტებისთვის“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.

ამასთან, გოგოლაშვილის თქმით, აღნიშნული კანონი საქართველოს რომ მიეღო, რომელიც ევროინტეგრაციის გზას ადგას, აბსოლუტური კატასტროფა იქნებოდა.

„ეს კანონი ჩვენ რომ მიგვეღო, ქვეყანას, რომელიც ევროინტეგრაციის გზას ადგას, ჩვენთვის აბსოლუტური კატასტროფა იყო. სხვა მომენტსაც რომ შევხედოთ, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ზღუდავ ამით. საუბარი არ არის მხოლოდ ევროკავშირში შესვლაზე“,- აღნიშნა გოგოლაშვილმა.

მისი თქმით, ამერიკული კანონი „ფარა“ მოგონილია იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან, ან სრულად, ან დიდწილად.

„საქმე იმაშია, რომ ამერიკული კანონი „ფარა“ არის მოგონილი იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან, ან სრულად, ან დიდწილად, როგორც წერია „ფარას“ კანონში. „ფარა“ არის უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ აქტი. აგენტი „შპიონი“ კი არ არის, წარმომადგენელია უცხოური ორგანიზაციის, ან კერძო პირის, ან ბიზნეს სტრუქტურის, მაგრამ მისი ერთადერთი მიზანია მისი ინტერესები გაატაროს ქვეყანაში, ან რეკლამა გააკეთოს, ან ლობიზმი. მივიდეს პარლამენტში, სენატში, დაელაპარაკოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და გაატანინოს ის, რაც აწყობს იმ ორგანიზაციას. ამერიკა იმდენად დემოკრატიული ქვეყანაა, რომ ამის წინააღმდეგიც კი არ არის, არ ზღუდავს ამას, მაგრამ ეუბნება - „მე არ ვიცი შენ რა ინტერესები გაქვს“, „ჩვენ უნდა ვიცოდეთ თქვენ ვის ელაპარაკებით და ვის იდეებს ატარებთ“, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი", - განაცხადა გოგოლაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა