აშშ-ისა და თურქეთის ოფიციალურმა პირებმა უკრაინის, ღაზის სექტორისა და ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე ვაშინგტონში მოლაპარაკებები გამართეს

აშშ-ისა და თურქეთის ოფიციალურმა პირებმა უკრაინის, ღაზის სექტორისა და ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე ვაშინგტონში მოლაპარაკებები გამართეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი ავრცელებს.

„პრობლემების მართვისას, რომლებსაც ჩვენ ახლა ვაწყდებით, მნიშვნელოვანია ის ერთობლივი პოტენციალი გავაცნობიეროთ, რომლის შექმნა ორ ქვეყანას შეუძლია“, - განაცხადა ჰაკან ფიდანმა.

ფიდანმა აღნიშნა, რომ ენტონი ბლინკენთან და ჯეიკ სალივანთან შეხვედრისას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდება კიდევ ერთხელ გაიმეორა და ასევე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების გზები განიხილა.

„ჩვენ საუბრისთვის საფუძველი გვჭირდება, ამ ომის შესაჩერებლად და დიალოგი უარესი კრიზისების ასაცილებლად, ჩვენ ამის მოწოდებას ვახდენთ“, - აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, აშშ-მა და თურქეთმა თანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნით ორმხრივი შეხვედრები, სახელწოდებით „სტრატეგიული მექანიზმი“, ვაშინგტონში ხუთშაბათს დაიწყეს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს