ზუგდიდში, ირაკლი ღარიბაშვილის პარტიულ აქტივთან შეხვედრის პარალელურად საბანკო სისტემის წინააღმდეგ აქცია იმართება

„შეწყვიტეთ გამოსახლება“ ამ ლოზუნგით, ზუგდიდში, ხელოვნების და კულტურის განვითარების ცენტრთან, სადაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი სამეგრელო ზემო-სვანეთის პარტიულ აქტივთან შეხვედრას მართავს ორგანიზაცია „ხმა ერისა, გზა ხსნისა“ წევრები საბანკო სისტემის წინააღმდეგ აქციას მართავს.

მათი განცხადებით, გამოსახლებები უნდა შეწყდეს და ბანკების სასესხო პროცენტები უნდა გადაიხედოს.

აქციის მონაწილეები ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

შეკრებილებთან მამუკა მდინარაძე მივიდა და საკითხის გარკვევას დაჰპირდა.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა