თბილისის მერიის ინფორმაციით, ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაციის ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაციის ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მერიაში განუცხადეს, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ჭერის მასალებისა და სამაგრი დეტალების საინჟინრო დამუშავება, რის შემდეგაც, განახლდება ჭერის მოპირკეთების სამუშაოები.

„თავდაპირველად, მეტროსადგურ “ვარკეთილის” სრული რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებდა შპს “მამისონი”, რომელთანაც ხელშეკრულება გაუქმდა პირობების შეუსრულებლობის გამო. 2022 წლის 21 დეკემბერს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვების კანონის მე-10 პრიმა მუხლის, მე-3 პუნქტის, “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვას, გამარტივებული შესყიდვით გააფორმა ხელშეკრულება შპს „ბადა კონსთრაქშენთან“, რომელიც იყო ერთადერთი დაინტერესებული კომპანია. ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 18 თვე, ხოლო ბიუჯეტი არის 13,8 მლნ ლარია. ხელშეკრულების პირობების თანახმად დაიგეგმა შესაბამისი სარემონტო და სადემონტაჟო სამუშაოები, რომელიც სრულდებოდა გეგმა-გრაფიკის მიხედვით. მს „ვარკეთილში" არსებული ჭერის დემონტაჟის შემდეგ, ჩატარდა რკინა-ბეტონის თაღის დეტალური სკანირება და კვლევა. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, განხორციელდა ჭერის შეცვლილი გეომეტრიისა და დამაგრების კვანძების პროექტის განახლება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ჭერის მასალებისა და სამაგრი დეტალების საინჟინრო დამუშავება, რის შემდეგაც, მოხდება მათი შეკვეთა/მოწოდება და განახლდება ჭერის მოპირკეთების სამუშაოები. ამის პარალელურად, სარემონტო სამუშოები მიმდინარეობს ბაქანის ქვედა ნაწილში. ვინაიდან საჭირო გახდა დამატებითი კვლევების ჩატარება და პროექტის განახლება, მეტროსადგურის რეაბილიტაციის დასრულების ვადამ შესაძლოა გადაიწიოს გარკვეული ვადით“, - ნათქვამია მერიის მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივნის, ვასო ურუშაძის ინფორმაციით, „ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციისთვის კახი კალაძემ კომპანია ტენდერის გარეშე შეარჩია და ხელშეკრულება პირდაპირ მოლაპარაკების გზით გაუფორმა“. როგორც ურუშაძე აცხადებს, „ეს ყველაფერი არის გაფლანგული მილიონები“.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო