ლევან ხაბეიშვილი - „შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება“ - ერთი მინისტრის მეორით შეცვლით საქართველოს მოქალაქეს შვება ვერ ექნება

“შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება“. ერთი მინისტრის მეორით შეცვლით საქართველოს მოქალაქეს შვება ვერ ექნება - მათ არც შემოსავალი გაეზრდებათ და არც პროდუქტის ფასი შემცირდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, 2024 წელს საქართველოს მოქალაქეს უნიკალური შანსი ეძლევა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შესაცვლელად.

„ერთ მაგიდაზე რამდენიმე ადამიანი იცვლება, სახელებიც კი არ იცვლება, მხოლოდ გვარები და ამით საქართველოს მოქალაქეს შვება ვერ ექნება, ამიტომ როცა საუბარია თანამდებობების გადანაწილებაზე, ამის ფონზე, ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობა არ გაიზრდება. იმით, რომ ერთი მინისტრი შეიცვალა მეორით, ადამიანს არც შაქარი გაუიაფდება, არც წიწიბურა და არც შემოსავალი მოემატება, არც პრემიერის შეცვლით მომატებია საქართველოს მოქალაქეს რამე. „შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ შეიცვლება“, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს უნიკალური შანსი, რომელიც 2024 წელს აქვს საქართველოს მოქალაქეს, გამოვიყენოთ და შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!