პოლონელი ფერმერები უკრაინასთან საზღვრის ბლოკადის შეწყვეტას არ აპირებენ

პოლონელი ფერმერები უკრაინასთან საზღვრის ბლოკადის შეწყვეტას არ აპირებენ. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ უკრაინული სამსახური პოლონელ ფერმერებსა და პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შედეგებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ტუსკის პოლონელი ფერმერების ლიდერებთან შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა და არსებულ ვითარებაში გარდატეხა არ შეუტანია.

„პრემიერმა თქვა, რომ ეცდება ევროკომისია დაარწმუნოს „მწვანე კურსთან“ დაკავშირებით. ხოლო რაც შეეხება საზღვარს, მან თქვა, რომ საზღვარს არ ჩაკეტავს“, - განაცხადა ფერმერმა ანჯეი საბოტინსკიმ.

მან ასევე აღნიშნა. რომ მთავრობასთან საბოლოო ურთიერთგაგება არ არსებობს, ფერმერებმა ტუსკს მოუსმინეს და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ელიან.

მისი თქმით, ფერმერების მხრიდან პროტესტისა და საზღვრის ბლოკადის შეწყვეტაზე საუბარი ჯერ არ არის.

ცნობისთვის, აქამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ ფერმერების პროტესტი 10 მარტამდე გაგრძელდებოდა, თუმცა ახლა დემონსტრანტები ახალ თარიღებს ასახელებენ, კერძოდ კი, აპრილის ბოლო რიცხვებს.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ