ბაკურიანში  ფესტივალი „გიზ-გიზი“ მიმდინარეობს

9-10 მარტს, ბაკურიანი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ პროექტს „გიზ-გიზს" მასპინძლობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გუდაურის და მესტიის შემდეგ ფესტივალი ბაკურიანში ტარდება.

„ადგილობრივებსა და ბაკურიანის სტუმრებს ფესტივალზე უამრავი სანახაობა ელოდებათ. დასწრება თავისუფალია.

„გიზ-გიზის“ ფარგლებში გაიმართა კონცერტები, ფესტივალის მუსიკალურ გაფორმებაზე ბენდებმა და დიჯეებმა იზრუნეს, მოეწყო სამეწარმეო ბაზარი, კვების სივრცეები, პერფორმანსები, თამაშები და გასართობი აქტივობები.

ფესტივალის მიზანია ზამთრის კურორტების პოპულარიზაცია და მეტი შიდა და უცხოელი ტურისტის მოზიდვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია