დმიტრო კულება - შეხედეთ ბახმუტს, ავდიივკას, მათ დაემსგავსება ბალტიის ქვეყნები, მათ დაემსგავსება თქვენი ქალაქები - ყველაზე იაფი და უსაფრთხო გზა უკრაინელების მხარდაჭერაა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, თუ რუსეთი თავს დაესხმება ნატო-ს წევრ ბალტიის ქვეყნებს, დამარცხდება, მაგრამ გათავისუფლებული ქალაქები ბახმუტს და ავდიივკას დაემსგავსება.

"ვფიქრობ, საბოლოოდ ნატო გაიმარჯვებს. მაგრამ შეხედეთ ბახმუტს, შეხედეთ ავდიივკას - მათ დაემსგავსება ბალტიის ქვეყნები ინტენსიური ბრძოლების შემდეგ, მათ დაემსგავსება თქვენი ქალაქები. ვილნიუსი აღარ იქნება ლამაზი“, - ციტირებს ლიეტუვური მედია დმიტრო კულებას.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, ამ ყველაფრის თავიდან აცილების ყველაზე იაფი და უსაფრთხო გზა არის უკრაინელების მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის აგრესიას ებრძვიან. კულებას მტკიცებით, ლიეტუვას ეს ესმის და ამიტომ მხარს უჭერს უკრაინას.

„სხვები ისე წარმოაჩენენ, რომ ამის თავიდან აცილება შეუძლიათ“, - დასძინა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება