ბათუმში, მუსლიმებმა ადიგენში მომხდართან დაკავშირებით სოლიდარობის აქცია გამართეს

ბათუმში, მუსლიმებმა ადიგენში მომხდართან დაკავშირებით სოლიდარობის აქცია გამართეს.

მათი თქმით, ლოცვის საშუალება ყველას უნდა ჰქონდეს.

“სოლიდარობის აქციას ვმართავთ, რათა ჩვენს მოძმეებს მიეცეთ ლოცვის შესაძლებლობა, საქართველოს ხელისუფლება ამ საქმეში ყურადღებით უნდა იყოს, რათა სამომავლოდ მხარეებს შორის დაპირისპირება გამოირიცხოს”, - განაცხადეს შეკრებილებმა.

ცნობისთვის, დაბა ადიგენში წერეთლის N18-ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან, სადაც რელიგიური სკოლა ფუნქციონირებს და ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა პარასკევობით ლოცულობს, დაპირისპირება მოხდა.

შენობის ეზოში ზარზმის მონასტრის წინამძღვარი, ნიკოლოზ გეწაძე მართლმადიდებელ სასულიერო პირებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მივიდა და მუსლიმებს შენობის დატოვება მოსთხოვა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია