დმიტრო კულება - ჩვენი დროშა ყვითელი და ლურჯია, ეს არის დროშა, რომლითაც ვცხოვრობთ, ვკვდებით და ვიმარჯვებთ, არასდროს ავწევთ სხვა დროშებს

ჩვენი დროშა ყვითელი და ლურჯია, ეს არის დროშა, რომლითაც ვცხოვრობთ, ვკვდებით და ვიმარჯვებთ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს.

კულება ეხმაურება რომის პაპის განცხადებას, „თეთრი დროშის გამბედაობისა“ და რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინელები არასდროს აწევენ სხვა დროშებს.

„ყველაზე ძლიერი ის არის, ვინც სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლაში სიკეთის მხარეს დგას და არ ცდილობს მათი ერთსა და იმავე სიბრტყეზე დააყენებას "მოლაპარაკება" უწოდოს”, - წერს კულება.

კულება მოუწოდებს ყველას, წარსულის შეცდომებს თავი აარიდონ და მხარი დაუჭირონ უკრაინას და მის ხალხს.

„ჩვენი დროშა არის ყვითელი და ლურჯი. ეს არის დროშა, რომლითაც ჩვენ ვცხოვრობთ, ვკვდებით და ვიმარჯვებთ. ჩვენ არასდროს ავწევთ სხვა დროშებს“, - წერს კულება X-ზე.

ამასთან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი რომის პაპს მადლობას უხდის მშვიდობისთვის ლოცვისთვის და იმედოვნებს, რომ პაპი იპოვის შესაძლებლობას და ეწვევა უკრაინას.

შეგახსენებთ, რომ რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინამ „თეთრი დროშის“ გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და ომის დასრულებასთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკება აწარმოოს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს