ფილმის - „20 დღე მარიუპოლში“ - რეჟისორი ოსკარის მიღების შემდეგ - ნეტავ ეს ფილმი არ არსებობდეს

ეს არის პირველი ოსკარი უკრაინის ისტორიაში. ეს ჩემთვის პატივია, მაგრამ, ალბათ, პირველი რეჟისორი ვარ ისტორიაში, რომელიც იტყვის: "ნეტავ ეს ფილმი არ არსებობდეს“, - ეს განცხადება უკრაინელმა რეჟისორმა, მესტილავ ჩერნოვმა გააკეთა, რომლის ფილმმა - „20 დღე მარიუპოლში“ - საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში „ოსკარი“ მიიღო.

„ამ ჯილდოს დავთმობდი, რუსეთი რომ არასდროს დასხმოდა თავს უკრაინას, არასდროს დაეკავებინა ჩვენი ქალაქები, არ დაეხოცა ათობით ათასი უკრაინელი, არ აეყვანა მძევლები“, - აღნიშნა უკრაინელმა რეჟისორმა.

მან სიტყვა დაასრულა სიტყვებით : „დიდება უკრაინას!“

საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში ასევე წარდგენილი იყო ფილმები: "ბობი ვაინი: ხალხის პრეზიდენტი", “მარადიული მეხსიერება", “4 ქალიშვილი“ და „ვეფხვის მოკვლა“.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია