„ალ-ქაიდას“ იემენის განშტოების ინფორმაციით, მათი ლიდერი დაიღუპა

დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ იემენის განშტოების ლიდერი, ხალიდ ალ-ბატარფი დაიღუპა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დაჯგუფების განცხადებაშია აღნიშნული.

„ალ-ქაიდას“ იემენის განშტოება ხალიდ ალ-ბატარფის სიკვდილის მიზეზებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ მის ადგილს საად ბინ ატეფ ალ-ავლაკი დაიკავებს.

აღსანიშნავია, რომ შეერთებულ შტატებს ალ-ბატარფი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ ჯილდოს სახით 5 მილიონი დოლარი აქვს დაწესებული, საად ბინ ატეფ ალ-ავლაკზე კი - 6 მილიონი დოლარი. აშშ-ში აცხადებენ, რომ ალ-ავლაკი შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებზე თავდასხმებისკენ საჯაროდ მოუწოდებს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია