ჯო ბაიდენი და ფუმიო კიშიდა უკრაინაში მეტი იარაღის გაგზავნის მიზნით, თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხს განიხილავენ

აშშ-სა და იაპონიის ლიდერები, ჯო ბაიდენი და ფუმიო კიშიდა 10 აპრილს ვაშინგტონში შეხვედრას გამართავენ და უკრაინაში მეტი იარაღის გაგზავნის მიზნით, თავდაცვის აღჭურვილობის ერთობლივი წარმოების სისტემის გაძლიერების საკითხს განიხილავენ, - ინფორმაციას Kyiv Independent-ი იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამიტის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობის გაძლიერება იქნება.

აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრია ცდილობს აწარმოოს საკმარისი საარტილერიო ჭურვები და საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში. იაპონიამ უკვე დაიწყო ამერიკული მარაგების აღდგენის ხელშეწყობა იარაღის გადაცემის გზით, რის საშუალებასაც მას კანონებში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები აძლევს.

იაპონია დეკემბერში დათანხმდა შეერთებულ შტატებში Patriot-ის მიწა-ჰაერი კლასის რაკეტების გაგზავნას, რაც ვაშინგტონს საშუალებას მისცემს განაგრძოს კიევისთვის გადამწყვეტად საჭირო საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა