ნიკა მელია - მე ათობით ათას თანამებრძოლს წარმოვადგენ, რომლებსაც სჯეროდათ და სჯერათ, რომ მანკიერის რეჟიმის დასამარცხებლად მნიშვნელოვანია არა ფული, არამედ პირველ რიგში, ღირსება და სიმართლე

მე ათობით ათას თანამებრძოლს, იმ თანამებრძოლებს წარმოვადგენ, რომლებსაც სჯეროდათ და სჯერათ, რომ მნიშვნელოვანია მანკიერის რეჟიმის დასამარცხებლად არა ფული, არამედ პირველ რიგში, ღირსება და სიმართლე, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ პრეზენტაციაზე, ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიას თქმით, ისეთი პარტია ყალიბდება, სადაც ძალიან ბევრმა განსხვავებულმა ადამიანმა საკუთარი პოლიტიკური ნავსაყუდელი უნდა იპოვოს, რომელიც მათთვის ეკონომიკურ კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

როგორც მან აღნიშნა, ისინი ერთ ან ორ კონკრეტულ ელექტორალურ ველზე არ მუშაობენ.

„მე ათობით ათას თანამებრძოლს, იმ თანამებრძოლებს წარმოვადგენ, რომლებსაც სჯეროდათ და სჯერათ, რომ მნიშვნელოვანია მანკიერის რეჟიმის დასამარცხებლად არა ფული, არამედ პირველ რიგში, ღირსება და სიმართლე. რომლებსაც სჯეროდათ და სჯერათ, რომ მორალური უპირატესობა მნიშვნელოვანია მანკიერი რეჟიმის დასამარცხებლად. რომლებსაც სჯეროდათ და სჯერათ, რომ გამოსავალი სწორი ღირებულებით ერთობაში არის. დარწმუნებული ვარ, რომ დაკვეთა, რომელიც დღეს საზოგადოებაში არის, ამ დაკვეთას ჩვენ დღეს ვპასუხობთ. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ ძალიან ვიწრო წრეში. ეს არ არის პარტიული ყრილობა, სულ ცოტა ხანში ჩვენ სადამფუძნებლო პარტიული ყრილობა გვექნება და იქ კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდება, თუ რამდენი ადამიანი არის მზად იბრძოლოს სიმართლითა და ღირსებით. ამიერიდან ჩვენს ბრძოლას, გამარჯვების რწმენას აქვს კონკრეტული სახელი და ეს სახელი არის „ახალი“. ჩვენს გზას წინ მომავლისკენ კონკრეტული სიმბოლო აქვს და ეს სიმბოლო არის ნომერი 4. დარწმუნებული ვარ, რომ ნომერ 4-ს შემოხაზავს საქართველოს ასობით ათასი მოქალაქე, განსხვავებული საქართველოს მოქალაქე, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების საქართველოს მოქალაქე, რომლებიც შესაძლოა წინა არჩევნებზე ხელისუფლებასაც კი აძლევდნენ ხმას. ჩვენ ერთ ან ორ კონკრეტულ ელექტორალურ ველზე არ ვმუშაობთ.

დღეს საუბარია სხვადასხვა მედია საშუალებებში რა ტიპის პარტია ყალიბდება, იმდაგვარი პარტია ყალიბდება, სადაც ძალიან ბევრმა განსხვავებულმა ადამიანმა საკუთარი პოლიტიკური ნავსაყუდელი უნდა იპოვოს, რომელიც მათთვის ეკონომიკურ კეთილდღეობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა მელიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!