აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - განეიტრალებულია სომხური უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სადაზვერვო ფრენის განხორციელებას ცდილობდა

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხური უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს, რომელიც აზერბაიჯანის არმიის პოზიციების თავზე სადაზვერვო ფრენის განხორციელებას ცდილობდა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა თოუზის რაიონის ჩინარლის დასახლების მიმართულებით მდებარე პოზიციებიდან თოუზის რაიონის ასრიკის დასახლების მიმართულებით დისლოცირებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციების თავზე უპილოტო საფრენი აპარატით სადაზვერვო ფრენის განხორციელება სცადეს. აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების სიფხიზლის წყალობით, აღმოჩენილი უპილოტო საფრენი აპარატი სპეციალური ტექნიკური საშუალებებით განეიტრალდა“, - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია