ანჯეი დუდა - ნატო-ს წევრებმა თავდაცვაზე მშპ-ს 3% უნდა დახარჯონ

ნატო-ს წევრებმა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 3% უნდა დახარჯონ, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.

„თეთრ სახლში ჩემი ვიზიტის ფარგლებში მსურს შეთავაზება გავაკეთო და ამის შესახებ მოკავშირეებთან და [იენს] სტოლტენბერგთანაც ვისაუბრებ, რომ ნატო-ს ქვეყნებმა თავდაცვაზე მთლიანი პროდუქტის 2% კი არ დახარჯონ, არამედ 3% და ეს ლიმიტი იყოს“, - განაცხადა ანჯეი დუდამ.

დუდამ აღნიშნა, რომ თუ მოკავშირეები თავდაცვას გააძლიერებენ, მაშინ ძლიერ ალიანსზე თავდასხმას ვერავინ გაბედავს.

ცნობისთვის, ანჯეი დუდა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, პოლონეთის ნატო-ში გაწევრიანების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით 12 მარტს თეთრ სახლს ეწვევიან.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია