ფოთში, მოსახლეობამ გზა გადაკეტა - ადგილობრივები მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებენ

ფოთში, ნაბადის უბანში, სამეგრელოს ქუჩის მცხოვრებლები აქციას მართავენ. მოსახლეობა მათ სახლებთან ახლოს მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებს.

შეკრებილებს გადაკეტილი აქვთ ცენტრალური საავტომობილო გზა.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მშენებლობის გამო გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ტერმინალზე სახიფათო ნარჩენების გადამუშავება განხორციელდება, რაც მათ ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. როგორც ისინი აცხადებენ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამის უწყებებს მიმართეს, თუმცა ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია.

მოსახლეობა მშენებლობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია