ჯაბა სამუშიამ თსუ გამომცემლობის ახალი პროექტები განიხილა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და რექტორის მოადგილემ კახაბერ ჭეიშვილმა თსუ გამომცემლობის ახალ ხელმძღვანელთან კახაბერ რუსიძესთან გაცნობითი შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე გამომცემლობის რეფორმასა და რეორგანიზაციაზე იმსჯელეს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დაისახა ახალი სტრატეგია, რომლის მიხედვითაც თსუ გამომცემლობა ითანამშრომლებს სხვადასხვა გამომცემლობასა და წიგნის მაღაზიებთან. თსუ-ის გამომცემლობის წიგნები თსუ წიგნის მაღაზიის გარდა, გამავრცელებლების მიერ სხვა ქსელშიც გაიყიდება.

„გამოცემები ჟანრობრივად გამრავალფეროვნდება, სახელმძღვანელოების გარდა გამოიცემა, ანთოლოგიები, მსოფლიო მხატვრული ლიტერატურისა და ქართული მხატვრული ლიტერატურის სერიები, ასევე, განახლდება ძველი პოპულარული გამოცემები.

ბეჭდური ვერსიის გარდა, ყველა წიგნის ელექტრონული ბაზა შეიქმნება, რომლის გამოყენებაც სიმბოლურ ფასად შეეძლება დაინტერესებულ მკითხველს.

გამომცემლობა სამომავლოდ გეგმავს სტუდენტების დასაქმებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის წიგნების შიდა გავრცელების კუთხით. ასევე, იგეგმება გამომცემლობის ლოგოს განახლება.

შეხვედრაზე ისაუბრეს, რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე, რომელზე მუშაობასაც უახლოეს პერიოდში დაიწყებს გამომცემლობა. ეს პროექტებია: „უნივერსიტეტი სკოლას“, რომელიც გულისხმობს სკოლებში თსუ-ის გამომცემლობის წიგნების შეტანას და ასევე, ძველი პოპულარული გამოცემების განახლებული ვერსიების გამოცემას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს