ევროკავშირმა უსაფრთხოების ვითარების მკვეთრი გაუარესების გამო ჰაიტიდან დიპლომატების ევაკუაცია განახორციელა

ევროკავშირმა ჰაიტიდან დიპლომატების ევაკუაცია განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო ავრცელებს.

„უსაფრთხოების ვითარების მკვეთრი გაუარესების გამო, ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ ადგილზე აქტივობა შეემცირებინა და პორტ-ო-პრენსედან ევროკავშირის დელეგაცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უფრო უსაფრთხო ადგილზე გადაეყვანა“, - განაცხადა პიტერ სტანომ.

პიტერ სტანომ ძალადობის დონის ზრდის გამო შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ეს ჰაიტის მოსახლეობას არ ეხმარება, რომლებიც უკვე დიდი ხანია, რაც მძიმე მდგომარეობაში არიან.

ჰაიტიდან თავისი დიპლომატები აშშ-მაც გამოიყვანა.

შეგახსენებთ, ჰაიტიში საგანგებო მდგომარეობა გასულ კვირას, მას შემდეგ გამოცხადდა, რაც შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა დედაქალაქის, პორტ-ო-პრენსეს ციხიდან პატიმრები გაათავისუფლეს და დედაქალაქზე კონტროლი დაამყარეს. შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერი, ჯიმი შერიზიე ჰაიტის პრემიერ-მინისტრის, არიელ ჰენრის გადადგომას ითხოვს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა