ნიჟნი-ნოვგოროდში სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტზე დრონებით თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია

ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქსტოვის ინდუსტრიულ ზონაში, სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტზე დღეს დილით დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის გამოც, ნავთობგადამამუშავებელ დანადგარში ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, გლებ ნიკიტინზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დილით ქსტოვის ინდუსტრიულ ზონაში, სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტს უპილოტო საფრენი აპარატები დაესხნენ თავს, ახლა ადგილზე სპეციალური სამსახურები მუშაობენ და ყველა საჭირო ძალასა და საშუალებას იყენებენ ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ დანადგარში ხანძრის ლოკალიზებისთვის“, - წერს გუბერნატორი „ტელეგრამ“ არხზე.

მისი თქმით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით არავინ დაშავებულა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია