ისრაელმა, „ჰეზბოლას“ თავდასხმების შემდეგ, ლიბანის ტერიტორიაზე მათ ობიექტებს დაარტყა

ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა ლიბანის ბექაას ხეობაში „ჰეზბოლას“ ორ ობიექტს დაარტყა, - ინფორმაციას CNN-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ დარტყმები გოლანის სიმაღლეებზე ბოლო დღეებში განხორციელებული ავიაიერიშების პასუხი იყო.

„ეს ადგილები ეკუთვნის „ჰეზბოლას“ საჰაერო ძალებს, რომლებმაც დაგეგმეს და განახორციელეს სხვადასხვა თავდასხმები ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

ბაალბეკ-ჰერმელის გუბერნატორის, ბაჩირ ხოდრის განცხადებით, დარტყმები ქალაქებში : დურისში, ტარაიასა და შმუსტარში განხორციელდა. გუბერნატორმა აღნიშნა, რომ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა შესახებ ზუსტი ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ არსებობს.

ბექაას ხეობა, რომელიც „ჰეზბოლას“ დასაყრდენად ითვლება, ისრაელ-ლიბანის საზღვრიდან 100 კილომეტრზე მეტითაა დაშორებული.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს