პაატა მანჯგალაძე მელია-გვარამიას გაერთიანებაზე - აირჩევენ პარტნიორობის გზას? - მზად ვართ, შევხვდეთ - აირჩევენ კონკურენციის გზას? - მზად ვართ, შევხვდეთ

აირჩევენ პარტნიორობის გზას? - მზად ვართ, შევხვდეთ. აირჩევენ კონკურენციის გზას? - მზად ვართ, შევხვდეთ, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას გაერთიანებას.

მისივე თქმით, ისინი ითანამშრომლებენ ყველასთან, "გარდა რუსებისა და “ქართული ოცნებისა”.

„არსად არ წასულა მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ლევან ხაბეიშვილის შეთავაზება, რომ ჩვენ ერთიანობისკენ ვართ მოწოდებული. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ოპოზიციაში ჩვენს პარტნიორებზე. აირჩევენ პარტნიორობის გზას? - მზად ვართ, შევხვდეთ. აირჩევენ კონკურენციის გზას? - მზად ვართ, შევხვდეთ. ეს იმიტომ უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოს მოქალაქის დაკვეთაა, მისი საკითხი გახდეს დღის წესრიგის N1 საკითხი, ამიტომ ჩვენ ყველას ვაიძულებთ, რომ ამ პოლიტიკურ დისკუსიაში ჩავითრიოთ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც და თქვენ ნახავთ, 1 თვის შემდეგ ყველა ისაუბრებს საწვავის ფასზე, მაღალ ფასებზე, გლეხის გასაჭირზე, მოქალაქის ტკივილზე და ა.შ.

ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან გარდა რუსებისა და „ქართული ოცნებისა“. უფრო კარგი თანამშრომლობის პლატფორმა შეიქმნება არჩევნების შემდეგ იმ მანდატით და პირობებით, როგორც ხალხი გადაწყვეტს. თუ ქართველი ხალხი გადაწყვეტს, რომ ამ და სხვა პარტიებმა 5%-ზე მეტი მიიღონ, ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა თანამშრომლობა მოგვიწევს“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

ამასთან, პაატა მანჯგალაძემ უპასუხა კითხვას, რომელი უფრო „ნაციონალური მოძრაობაა”, „გამარჯვების პლატფორმა“ თუ პარტია „ახალი“ და აღნიშნა, რომ „მიხეილ სააკაშვილზე უფრო მიხეილ სააკაშვილი ვერავინ ვერ გახდება“.

„ცნობილი გამოთქმით გიპასუხებთ, „ვერავინ გახდება რომის პაპზე უფრო კათოლიკე”. მგონი გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილზე უფრო მიხეილ სააკაშვილი ვერავინ ვერ გახდება“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, ნიკა მელია და ნიკა გვარამია გაერთიანდნენ. მათი გაერთიანების სახელწოდებაა "ახალი", ხოლო არჩევნებში მონაწილეობას საარჩევნო ნომერი 4-ით მიიღებენ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია