ყვარლის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ყვარელში წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მშენებლობას ახორციელებს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ალექსანდრე თევდორაძე, მისი მოადგილე, აკაკი მშვიდობაძე, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი, ქ. ყვარლის მერი გივი ზაუტაშვილი და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.

„პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: წყალმომარაგების და წყალარინების ქსელის მშენებლობა, ახალი ჭაბურღილებისა და რეზერვუარების მოწყობა, პროექტის მიხედვით, ადგილზე მოეწყობა საფილტრი სადგური, სატუმბი სადგური და საქლორატოროები. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „სს ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთ“ ახორციელებს.

დღეის მდგომარეობით, აღნიშნული სამუშაოების 70% უკვე შესრულებულია. პროექტის დასრულება 2024 წლის ბოლოს იგეგმება, რის შედეგადაც, ქ. ყვარლის მოსახლეობა 24 საათიანი, სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

ქ. ყვარელში ასევე, მიმდინარეობს პროექტი, რომელიც წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტირება-მშენებლობას გულისხმობს.

პროექტს საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ჯამურად, 51 მლნ. ლარი მოხმარდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს