პოლონეთის გენშტაბის ხელმძღვანელი - ნატო მზადაა, პოლონეთში 300 000 ჯარისკაცი გაგზავნოს

ნატო-ს ახლა 300 000 ჯარისკაცი ჰყავს, რომლებიც მზადყოფნაში არიან, რომ ომის დაწყების შემთხვევაში პოლონეთში გადაინაცვლონ, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსმა კაროლ დიმანოვსკიმ განაცხადა.

„ამერიკელი ჯარისკაცები პოლონეთში დიდი ხანია იმყოფებიან - მათი რაოდენობა რამდენიმე ათასია. გახსოვდეთ, რომ შეერთებული შტატები და სხვა მოკავშირეები ასევე გვიჭერენ მხარს სხვა სფეროებში: ჰაერში, ზღვაში, კოსმოსსა და კიბერუსაფრთხოებაში“, - განაცხადა პოლონეთის გენშტაბის ხელმძღვანელმა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ პოლონეთში ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა 100 000-მდე გაიზარდოს, მან თქვა, რომ ეს რეალური სცენარია.

„აქამდე ნატო-ს შტაბ-ბინაში 40 000 ჯარისკაცი იყო, ახლა კი 300 000-ია“, - განაცხადა დიმანოვსკიმ და დასძინა, რომ ნატო-ს ჯარისკაცები იმ ქვეყანაში, რომელიც საფრთხის ქვეშაა, ომის დაწყებამდეც ჩავლენ.

მისი თქმით, აგრესიაზე ადეკვატური რეაგირების სხვადასხვა მზა სცენარი არსებობს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა