რუსეთმა ესტონეთის შს მინისტრზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში განთავებული ძებნილის ბარათის მიხედვით, ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ლაური ლაენემეცი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ერთ-ერთი მუხლით იძებნება. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს იმას, თუ რომელი მუხლის მიხედვით გამოცხადდა ძებნა.

ასევე, ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, რუსეთმა ძებნა 50-ზე მეტ ჩეხ, პოლონელ, ესტონელ, ლიეტუველ და ლატვიელ პოლიტიკოსსა და მაღალჩინოსანზე გამოაცხადა.

შეგახსენებთ, თებერვალში, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი ძებნილთა სიაში შეიყვანა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია