რუსეთის რიაზანის ოლქის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

რუსეთის რიაზანის ოლქის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული „ტელეგრამის“ არხები ავრცელებს.

არსებული ცნობით, დღეს დილით, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე სამი აფეთქების ხმა გაისმა.

ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ხანძრის გაჩენის შემდეგ რიაზანის თავზე უპილოტო საფრენი აპარატები შენიშნეს.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია