შალვა პაპუაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტ ერიკ ნუსბაუმერს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს.

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი შვეიცარიის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე, საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო საპარლამენტო კავშირები. შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა 2022 წელს, შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და აღნიშნა, რომ მისი საპასუხო ვიზიტი შვეიცარიაში დადებით მუხტს სძენს საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობებს.

მხარეებმა აგრეთვე მიმოიხილეს წარმატებული სექტორული თანამშრომლობა ჯანდაცვის, პროფესიული განათლების, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის და სხვა მიმართულებებით.

შეხვედრა გაიმართა შალვა პაპუაშვილისა და თანმხლები საპარლამენტო დელეგაციის შვეიცარიის კონფედერაციაში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და პარლამენტის წევრი ქეთევან ჩარკვიანი შედიან“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება