ჯეიკ სალივანი - უნგრეთის მიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმები ჩვენთვის სერიოზული შეშფოთების საფუძველს წარმოადგენს

უნგრეთის მიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმების შესახებ შეშფოთებას არ ვმალავთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა.

„რასაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის სახელით ვიტყვი არის ის, რომ ჩვენ ბუდაპეშტის მიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმების შესახებ ღრმა შეშფოთებას არ ვმალავთ, კერძოდ სასამართლო სისტემაზე, უნგრეთში არსებულ კორუფციასა და ხელისუფლების მიერ ქვეყანაში დემოკრატიის ეროზიის სხვა გამოვლინებებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჯეიკ სალივანმა.

სალივანმა აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხების შესახებ ვაშინგტონი ბუდაპეშტს ესაუბრა.

„ჩვენი პოზიცია არის ის, რომ უნგრეთმა დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმა განახორციელა და ეს ჩვენთვის სერიოზული შეშფოთების საფუძველს წარმოადგენს“, - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია