შალვა პაპუაშვილი შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ იგნაციო კასისს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე, რასაც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლაც ადასტურებს. მათივე ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა შვეიცარულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე, ხაზგასმით აღნიშნა შვეიცარიის, როგორც შუამავლის მნიშვნელოვანი როლი, თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ.

„მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესზე, ასევე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე. იგნაციო კასისმა გამოხატა საქართველოს შემდგომი მხარდაჭერის მზაობა. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და პარლამენტის წევრი ქეთევან ჩარკვიანი შედიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე