გივი მიქანაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტად მყოფი პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ფუად მურადოვს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე დიასპორული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აზერბაიჯანის მხარე ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეებით დასახლებულ საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდულ-კულტურულ ცენტრებს აფინანსებს, რომლებიც სხვადასხვა ახალგაზრდულ აქტივობებს ახორციელებენ. ამასთან, აზერბაიჯანის მხარე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან.

„განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ აზერბაიჯანელ კოლეგას თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით და ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეების ქართულ საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრაციის კუთხით ერთობლივი მუშაობა შესთავაზა.

გივი მიქანაძემ დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის, კულტურის კომიტეტის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ერთობლივ თემატურ მოკვლევაზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც დიასპორულ საკითხებს ეხება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია