მამუკა მდინარაძე პარტიებზე - სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა არცერთი ბარიერის გადამლახველი არ არის - დღეს არჩევნები რომ ტარდებოდეს, საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ ექნებოდა, ხვალ რა იქნება, ვნახოთ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განაცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა სხვა პარტიები ბარიერს ვერ გადალახავენ.

როგორც მდინარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, დღევანდელი კონფიგურაცია „ქართული ოცნებისთვის“ საუკეთესოა, იმისათვის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს.

„სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა არცერთი ბარიერის გადამლახველი არ არის. თვითონაც ობიექტურად ხომ უყურებენ და თვითონაც ხომ იციან. დღევანდელი კონფიგურაცია „ქართული ოცნებისთვის“ საუკეთესო კონფიგურაციაა იმისათვის, რომ მან მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა.

დღეს არჩევნები, რომ ჩატარდეს გარანტირებული საკონსტიტუციო უმრავლესობა გვაქვს. რამდენიმე თვეში რა უნდა ქნან ისეთი, ან როგორ უნდა მოატყუონ ქართული საზოგადოება, რომ სხვანაირად დაჯდეს.

არ ვიცი, შევხედოთ, ყველაფერი წინ არის. მართლაც უმადური საქმეა, ზედმეტად თავდაჯერებული პროგნოზის კეთება, მაგრამ დღეს არჩევნები რომ ტარდებოდეს, საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ ექნებოდა. ხვალ რა იქნება ვნახოთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!