საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი - სამტრედიის ქუჩაზე, კომერციულ ფართში აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა - არავინ დაშავებულა, გამოყვანილია ყველა მოქალაქე

თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, სამტრედიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კორპუსიდან, სადარბაზოებიდან და საცხოვრებელი ბინებიდან გამოყვანილია ყველა მოქალაქე.

“სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა კორპუსის პირველი სართულის აფეთქება. ფართი არის კომერციული, შიგნით მცხოვრებლები არ იმყოფებოდნენ. ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს კორპუსის დათვალიერება. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად კორპუსიდან, სადარბაზოებიდან და საცხოვრებელი ბინებიდან გამოყვანილია ყველა მოქალაქე. უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარეობს დამატებითი სამუშაოები”,- განაცხადა მუსელიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია