ფოთის მერიამ საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის 8 სტუდენტს სწავლის საფასური 50%-ით დაუფინანსა

ფოთის მერიამ, საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის 8 სტუდენტს სწავლის საფასური 50%-ით დაუფინანსა.

ფოთის მერიის ცნობით, ასევე, წელს, პირველად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის სტუდენტებისთვის ამოქმედდა ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია.

ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ სასწავლებლის სტუდენტებს ფოთის მერიაში უმასპინძლა და აღნიშნული სიახლეები პირადად გააცნო.

„ფოთელი სტუდენტების ხელშეწყობის და მხარდაჭერის მიზნით, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ, რომლის საფუძველზე, ,,საბაკალავრო პროგრამის’’ ფარგლებში, ვაგრძელებთ ფოთელი სტუდენტების წახალისებას სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენი პრიორიტეტია ფოთში გაიზარდოს სტუდენტების რაოდენობა. შესაბამისად, მუდმივად ვუჭერთ მხარს სასწავლებლის განვითარებას და აქტიურად ვთანამშრომლობთ, - განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

მერიის ინფორმაციით, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ სტუდენტებმა მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია