უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრეთში არსებულ კორუფციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო ჯეიკ სალივანი გააკრიტიკა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრეთში არსებულ კორუფციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო ჯეიკ სალივანი გააკრიტიკა.

„გუშინ, ომის, გენდერისა და მიგრაციის მომხრე აშშ-ის დემოკრატიულმა მთავრობამ უნგრეთის წინააღმდეგ სიცრუის კამპანია გააგრძელა. ამჯერად, მგალობელთა გუნდს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი შეუერთდა.

ამერიკელ დემოკრატებს იმის აღიარება უჭირთ, რომ ევროპის პროგრესული ლიბერალური ზღვის შუაგულში ჯერ კიდევ არის კუნძული, სადაც ჩვენ ამაყად ვაცხადებთ: არა ომს, არა გენდერს, არა მიგრაციას“, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.

ცნობისთვის, გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტის მიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმებისა და უნგრეთში არსებული კორუფციის გამო აშშ შეშფოთებულია.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია