იენს სტოლტენბერგი - ალიანსის წევრები უკრაინას საკმარის საბრძოლო მასალას არ აწვდიან - უკრაინელებს გამბედაობა არ ეწურებათ, მათ საბრძოლო მასალა ეწურებათ

ალიანსის წევრები უკრაინას საკმარის საბრძოლო მასალას არ აწვდიან, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ალიანსის წევრები უკრაინას საკმარის საბრძოლო მასალას არ აწვდიან და ამან რუსეთს საშუალება მისცა, რომ კიევის ჯარებისთვის უკან დახევა ეიძულებინა. უკრაინელებს გამბედაობა არ ეწურებათ, მათ საბრძოლო მასალა ეწურებათ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ასევე, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო-ს დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით ალიანსის მიმართ წევრი სახელმწიფოების მოსახლეობის მხარდაჭერა მაღალია.

„ჩვენი მოქალაქეების 80%-ზე მეტს სჯერა, რომ ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის ჩრდილოეთ ამერიკამ და ევროპამ თანამშრომლობა უნდა გააგრძელონ“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე