ლეგიონ „თავისუფალი რუსეთის“ წევრები - კურსკის ოლქში რუსეთის საბრძოლო მასალის ორი საწყობი გავანადგურეთ

რუსი მოხალისეები, ლეგიონ „თავისუფალი რუსეთის“ წევრები აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ტეტკინოს დასახლებაში რუსული არმიის საბრძოლო მასალის ორი საცავი გაანადგურეს.

„ვიდრე პუტინის არმია ანგრევს სამოქალაქო პირების სახლებს, ლეგიონის არტილერისტებმა საგულდაგულოდ გაანადგურეს პუტინის ჯარების 2 საბრძოლო საცავი ტეტკინოში. ის მშვენივრად იწვის“, - აღნიშნულია ლეგიონ „თავისუფალი რუსეთის“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, განცხადება გაავრცელა რუსეთის თავდაცვის უწყებამაც, რომლის მტკიცებით, უკრაინელი დივერსანტები ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში შეჭრას შეეცადნენ, მაგრამ მათი ქმედება რუსეთის ძალოვანმა უწყებებმა შეაჩერეს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს