ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანია ფასებთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ სათავისოდ ვერ მოაბრუნა - ეს არის ის მიმართულება, რამაც „ოცნება” ძალიან შეაწუხა

ამ კამპანიამ, ეს უნდა ვაღიაროთ, „ქართული ოცნება” „ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგზე ნამდვილად გადაიყვანა - ეს კამპანია “ქართულმა ოცნებამ” სათავისოდ ვერ მოაბრუნა, - ამის შესახებ პარტია „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ “ნაციონალური მოძრაობის” ფასებთან დაკავშირებულ კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში “ქართული ოცნება” თავის მართლების რეჟიმშია”.

„ერთი რამ შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ამ კამპანიამ, ეს უნდა ვაღიაროთ, „ქართული ოცნება” „ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგზე ნამდვილად გადაიყვანა. მუდმივად პასუხს სცემენ “ნაციონალურ მოძრაობას“. შემიძლია ნამდვილად დავადასტურო. იმიტომ, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, გუშინ და გუშინწინ მხოლოდ და მხოლოდ თავის გამართლების რეჟიმში იყვნენ. ფასები აწუხებს ყველას და ეს ამიტომ ხდება. არაფერ შუაშია დასპონსორებული გვერდები. ობიექტურად შემიძლია გითხრათ, რომ ეს კამპანია “ქართულმა ოცნებამ” სათავისოდ ვერ მოაბრუნა. ეს არის ის მიმართულება, რამაც “ქართული ოცნება” ძალიან შეაწუხა”,- განაცხადა დეკანოიძემ.

გარდა ამ საკითხისა, დეპუტატი გამოეხმაურა “ხალხის ძალის” მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნა, რომ ეს არის “პროპაგანდისტული გზავნილი წინასაარჩევნოდ”.

„ეს ახალი პროპაგანდისტული გზავნილი მოგონილია წინასაარჩევნოდ გაცილებით უფრო მაღალი პოლარიზაციის ხარისხის შესაქმნელად, რაც, რა თქმა უნდა, “ქართულ ოცნებასაც” უნდა.

“ხალხის ძალა”, როგორც “ქართული ოცნების” ნაწილი სწორედ ამ კუთხით ავრცელებენ ამ გზავნილს. “ხალხის ძალისგან” ეს არის ჩვეულებრივი, პოლარიზაციის გამაღრმავებელი პროპაგანდა. საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ “ქართული ოცნების” არ ეშინია და შანტაჟს არ ექვემდებარება. ამიტომ, ეს გზავნილი არ არის ის, რაც “ქართულ ოცნებას” შედეგს მოუტანს”,- განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, გუშინ “ხალხის ძალამ” გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავენ, რომ “არჩევნების შემდეგ აუცილებლად დავაინიცირებთ გამოძიებას 2008 წლის ომის შესახებ, რომელიც ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. თუმცა, თუ გლობალური ომის პარტია სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილს შეაწყალებინებს, ეს ჩვენთვის იქნება ბოლო წვეთი, ასეთ შემთხვევაში არჩევნებს აღარ დაველოდებით და გამოძიების დაწყებას ახლავე, არჩევნებამდე მოვითხოვთ”.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში