რუსეთი პარიზის ოლიმპიადას ბოიკოტს არ გამოუცხადებს

რუსეთი პარიზის ოლიმპიადას ბოიკოტს არ გამოუცხადებს. ამის შესახებ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, სტანისლავ პოზდნიაკოვმა განაცხადა.

„ჩვენ ბოიკოტის გზას არასდროს ავირჩევთ. ჩვენს სპორტსმენებს მხარს ყოველთვის დავუჭერთ. მაგრამ ხაზს ვუსვამთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ წამოყენებული პირობები უკანონო, უსამართლო და მიუღებელია“, - განაცხადა სტანისლავ პოზდნიაკოვმა.

შეგახსენებთ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუს და ბელარუს სპორტსმენებს 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობის უფლება მისცა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა