ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ, ის მეზობელ ქვეყნებში ვიზიტებს გეგმავს.

კონკრეტულად, ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანში 16 მარტს არის დაგეგმილი, ხოლო სომხეთში პრემიერი მომავალ კვირაში ჩავა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, მეზობელ ქვეყნებში ვიზიტების ერთ-ერთი საკითხი რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება იქნება, რაშიც საქართველო ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.

„მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, შემთხვევითი არ არის, რომ ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ, მეზობელ ქვეყნებს ვეწვევი. შაბათს ვიზიტი გვაქვს აზერბაიჯანში, ერთ კვირაში - სომხეთში.

ყველა მნიშვნელოვან საკითხს შევეხებით. ასეთია, რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება, რაშიც, როგორც იცით, საქართველო ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია