პრეზიდენტი - ანსამბლი „ფესვები“, რომელიც აჭარიდან უნდა ჩამოსულიყო, გზიდან გააბრუნეს, თურმე პრეზიდენტის სასახლეში ნებადართული არ არის მოღვაწეობა - თუ არა კულტურული ბოლშევიზმი, არ ვიცი ამას რა  ჰქვია

ანსამბლი „ფესვები“, რომელიც აჭარიდან უნდა ჩამოსულიყო, გზიდან გააბრუნეს, თურმე პრეზიდენტის სასახლეში ნებადართული არ არის მოღვაწეობა - თუ არა კულტურული ბოლშევიზმი, არ ვიცი ამას რა ჰქვია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მაღალმთიანი აჭარის ფოლკლორის საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტმა ბოდიში მოუხადა საზოგადოებას, იმისთვის, რომ „ქვეყანაში დღეს ასეთი რაღაცები შეიძლება ხდებოდეს“.

„ერთი რამ უნდა ვთქვა, ძალიან სამწუხაროა, რომ ანსამბლი ,,ფესვები“, რომელიც აჭარიდან უნდა ჩამოსულიყო გზიდან გააბრუნეს, იმიტომ, რომ თურმე პრეზიდენტის სასახლეში ნებადართული არ არის მოღვაწეობა. თქვენ თავად იფიქრეთ საიდან მოვიდა ასეთი მითითება და რას ნიშნავს ეს?! თუ ეს არ არის კულტურული ბოლშევიზმი მე არ ვიცი ამას რას ჰქვია. სამწუხაროა, მე მინდა მათ ჩემი სახელით ბოდიში მოვახსენო, იმისთვის, რომ ამ ფორმით გზიდან გააბრუნეს და მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დღეს ასეთი რაღაცები შეიძლება ხდებოდეს. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მაინც გვექნება საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს სხვა ანსამბლი - „მარგალიტი“ და ძალიან დიდი მადლობა მათ, რომ შემოგვიერთდნენ და დარწმუნებული ვარ, ძალიან სასიამოვნო და ღირსშესანიშნავი საღამო გვექნება“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში მაღალმთიანი აჭარის ფოლკლორის საღამო გაიმართა.

სასახლეში გამოიფინა აჭარელი ქალების მიერ შექმნილი განსაკუთრებული საგანძური, ხელით ნაქსოვი, ორნამენტებიანი „აჭარული ნაჭრელები“, რომლებმაც წინაპრების მიერ დატოვებული ეს უნიკალური ხელსაქმე ტრადიციად აქციეს.

პრეზიდენტმა მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსულ სტუმრებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე