ანრი ოხანაშვილი - მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი სალომე ზურაბიშვილს დღის წესრიგში დაუყენეს - საზოგადოების ნებისყოფას ნუ გამოცდიან

მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი სალომე ზურაბიშვილს დღის წესრიგში დაუყენეს. ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი დირექტივების შესაბამისად მოქმედებს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ნიადაგის შემზადება ხდება კონკრეტული ლობისტების წარმომადგენლების მხრიდან, რომ თითქოს სააკაშვილი პოლიტპატიმარია.

,,მიზანმიმართულად ხდება იმის აქტუალიზაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი თითქოს პოლიტპატიმარია და ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ნიადაგის შემზადება ხდება მოქმედი კონკრეტული ლობისტების წარმომადგენლების მხრიდან. ლობისტები თანხას იხდიან იმაში, რომ კონკრეტული გეგმა შემუშავდეს, რომელიც ე.წ. პრეზიდენტს ნიადაგს მოუმზადებს, რომ ამ ყველაფერზე უდიდესი მკვეთრი ნეგატიური რეაქცია არ იყოს გადატანილი სალომე ზურაბიშვილზე, თუმცა რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს უმწვავესი რეაქციები მოჰყვება. ჩვენი საზოგადოების ინტერესებით თამაშს ნუ ცდილობენ. საზოგადოების ნებისყოფას ნუ გამოცდიან, რადგან ამას სამართლიანად მკვეთრი რეაქცია ექნება”, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება