არჩილ თალაკვაძე - ემიგრაციის რეკორდი ეკუთვნის „ნაციონალურ მოძრაობას“, სტრასბურგში რომ დადიოდნენ ადამიანები სიმართლის საძებნად, მარტო ეგ „ემიგრაცია“ ეყოფათ

ემიგრაციის რეკორდი ეკუთვნის „ნაციონალურ მოძრაობას“, სტრასბურგში რომ დადიოდნენ ადამიანები სიმართლის საძებნად, მარტო ეგ „ემიგრაცია“ ეყოფათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობის“ დროს უვიზო რეჟიმი რომ ჰქონოდა საქართველოს ევროკავშირთან, ძალიან ცოტა ადამიანი დარჩებოდა ქვეყანაში, არა მარტო გაჭირვების, არამედ ხელისუფლების მიერ შელახული ღირსებისა და განხორციელებული მუქარის გამო.

„2011 წელს საქართველოდან წავიდა 107 000 მოქალაქე წელიწადში. თან მაშინ უვიზო რეჟიმი არ ჰქონდა საქართველოს. მე გარწმუნებთ, რომ იმ რეჟიმის პირობებში, უვიზო რეჟიმი რომ ჰქონოდა საქართველოს ევროკავშირთან, ძალიან ცოტა ადამიანი დარჩებოდა ამ ქვეყანაში, ელემენტარული მიზეზების გამო, რაც ხდებოდა ქვეყანაში და ეს მარტო გაჭირვება კი არ იყო, ბევრს უბრალოდ ღირსება ჰქონდა შელახული, ბევრს არ დაედგომებოდა, ემუქრებოდნენ, დევნიდნენ, ნათესავებს უჭერდნენ და ეს ხალხი ყველა წავიდოდა მაშინ რომ უვიზო რეჟიმი ყოფილიყო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდათ უვიზო მიმოსვლა, ემიგრაციის რეკორდი მაინც „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის“, - განაცხადა თალაკვაძემ "იმედის" ეთერში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის