რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია - ამომრჩეველთა აქტივობა, ამ დროისთვის, 2.89%-ს შეადგენს

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია ამომრჩეველთა აქტივობამ ქვეყნის მასშტაბით, მოსკოვის დროით 10:20 საათისთვის 2.89 პროცენტი შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე, ელა პამფილოვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პამფილოვას განცხადებით, ვადამდელი ხმის მიცემის შესაძლებლობით თითქმის 2.6 მილიონმა ამომრჩეველმა ისარგებლა.

ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, დისტანციურად, ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურით, ამ დრომდე საკუთარი არჩევანი მილიონზე მეტმა მოქალაქემ დააფიქსირა.

ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. ხმის მიცემა სამ დღეს გაგრძელდება: 15, 16 და 17 მარტს. არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი მონაწილეობს: ამჟამინდელი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ლეონიდ სლუცკი „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან“, ნიკოლაი ხარიტონოვი „რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიიდან“ და ვლადისლავ დავანკოვი „ახალი ხალხის“ პარტიიდან. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არც ერთი რეალური ოპოზიციური და ომის მოწინააღმდეგე კანდიდატი არ დაარეგისტრირა.

71 წლის პუტინი, რომელიც რუსეთის ფედერაციას 24 წელია მართავს, პრეზიდენტის პოსტზე დარჩენას მეხუთე ვადით, კიდევ 6 წლით, აპირებს.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმის მიცემისთვის 94 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი შეიქმნა და დაახლოებით 113.5 მილიონი ბიულეტენი დამზადდა. რთულად მისადგომ ადგილებში 25 თებერვლიდან ვადამდელი კენჭისყრა იმართებოდა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს ანექსირებულ ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

კიევმა მოუწოდა უკრაინელებს, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ან იძულებულნი არიან, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, „არ მიიღონ მონაწილეობა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის „ფსევდოარჩევნებში“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის