შალვა პაპუაშვილი ლიხტენშტაინის სამთავროს პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლიხტენშტაინის სამთავროს პრემიერ-მინისტრ დენიელ რიშს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ლიხტენშტაინის სამთავროში პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას და ლიხტენშტაინის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. აგრეთვე, ლიხტენშტაინის ინტერესის გათვალისწინებით, ესაუბრა საქართველოს ევროპულ დღის წესრიგზე, განხორციელებულ რეფორმებსა და მომავლის გეგმებზე.

„ლიხტენშტაინის პრემიერ-მინისტრმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ლიხტენშტაინის თავმჯდომარეობის პრიორიტეტების და აქტივობების მხარდაჭერისთვის. ასევე, დააფიქსირა გაერო-სა და ევროპის საბჭოს ფარგლებში, საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციების მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელების მზადყოფნა.

გარდა ამისა, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გააქტიურებაზე, რასაც კარგ საფუძველს უქმნის საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA-ის) ქვეყნებს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.

შეხვედრა შალვა პაპუაშვილისა და თანმხლები საპარლამენტო დელეგაციის მიერ ლიხტენშტაინის სამთავროში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და პარლამენტის წევრი ქეთევან ჩარკვიანი შედიან“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო