ბექა დავითულიანი - „ვეტინგის“ სისტემა არავის სჭირდება სასამართლოს სისტემის გაუმჯობესებისთვის, არამედ მისი ინსტრუმენტად გამოყენება სურთ სასამართლოზე ოპოზიციური გავლენების მოსაპოვებლად

„ვეტინგის“ სისტემა არავის სჭირდება სასამართლოს სისტემის გაუმჯობესებისთვის, არამედ მისი ინსტრუმენტად გამოყენება სურთ სასამართლოზე ოპოზიციური გავლენების მოსაპოვებლად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის უფლება არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ აქვს და არ უნდა ჰქონდეს.

"ვეტინგის" სისტემა არავის სჭირდება სასამართლოს სისტემის გაუმჯობესებისთვის, არამედ "ვეტინგის" სისტემის ინსტრუმენტალიზაცია სურთ, ინსტრუმენტად გამოყენება, ოპოზიციური გავლენების მოსაპოვებლად სასამართლოზე. სასამართლო არის დამოუკიდებელი, თავისუფალი, ის საშუალო ევროპულ რეიტინგშია და თვითონ ახორციელებს თავისი თავის ზედამხედველობას. არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას მათ საქმიანობაში ჩარევის უფლება არ აქვთ და არც უნდა ჰქონდეთ. ჩვენ არავის არ მივცემთ იმ ინსტრუმენტს, რომლითაც ზეგავლენას მოახდენენ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე," - განაცხადა დავითულიანმა.

კითხვაზე, თუ რას ნიშნავს, რომ "ვეტინგის" სისტემას ხუთი მოსამართლე მხარს უჭერს, დავითულიანი ასე პასუხობს: "ეს ნიშნავს, რომ სასამართლო სისტემაში არიან ადამიანები დაჩენილი, ვისი პოლიტიკური სიმპათიები გადახრილია იქით, ვინც არიან ამ პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერები და სასამართლოს პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციას ცდილობენ, ხელი შეუწყონ, თუმცა ეს არ მოხდება".

არსებული ცნობით, ხუთი მოსამართლე – მამუკა წიკლაური, მადონა მაისურაძე, ქეთი მესხიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, ნინო ბაქაქური ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის მოთხოვნას იზიარებენ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა