აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბური პროექტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბური პროექტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოები აჭარის 39 სოფელში და ასევე დაბებში განხორციელდება. მასშტაბური პროექტის ღირებულება დაახლოებით, 100 მლნ ევროს შეადგენს. პროექტის ფარგლებში, ახალი თანამედროვე სტანდარტების წყლის და წყალარინების სისტემით აჭარაში მცხოვრები დაახლოებით 6000 ოჯახი ისარგებლებს.

ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში, სამუშაოების დაწყების ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მიიღო მონაწილეობა. თორნიკე რიჟვაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვითაც მიმართა და აღნიშნა, რომ ეს მართლაც ისტორიული პროექტია და მისი განხორციელების შედეგად, 6 ათასზე მეტი ოჯახი აჭარაში ისარგებლებს თანამედროვე უწყვეტი, უსაფრთხო 24-საათიანი წყალმომარაგებით.

„ეს პროექტი ქმნის კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური და სოფლად ტურიზმის განვითარებისთვის ყველა აუცილებელ წინაპირობას. თუმცა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის გააუმჯობესებს ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიურ ყოფას და გადაჭრის იმ პრობლემებს, რომელიც სოფლად აწუხებს ჩვენს მოსახლეობას“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

„სიტყვით გამოსვლისას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას, მის მთავრობას, გერმანიის განვითარების ბანკს და ევროპელ დონერებს.

აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში სამშენებლო სამუშაოები ერთდროულად დაიწყება და სოფლების ჩართვა ახალ სისტემაში, ეტაპობრივად მოხდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობა 24 - საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

2024 წელს, აჭარაში, პირველ ეტაპზე, 24 - საათიანი წყალმომარაგებით და გამართული წყალარინების სისტემებით შემდეგი დასახლებები ისარგებლებენ:

ქობულეთის მუნიციპალიტეტი: ოჩხამური, ცეცხლაური, ჯიხანჯური, ქვედა კვირიკე, მუხაესტატეს მეურნეობის დასახლება და ჩაქვისთავი;

ქედის მუნიციპალიტეტი: მილისი, უჩხითი და ქოსოფელი;

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი: კირნათი და კობალეთი;

პროგრამის ფარგლებში, ქობულეთის შერჩეულ ტერიტორიებზე: ოჩხამური, ცეცხლაური, ჯიხანჯური, ქვედა კვირიკე, მუხაესტატეს მეურნეობის დასახლება და ჩაქვისთავი, ექვსი წყლის რეზერვუარი, ოთხი სათავე ნაგებობა, ხუთი ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა და წყალარინების სეპტიკური ავზები აშენდება.

აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა თანადაფინანსებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ, პროექტში ფინანსური კონტრიბუცია ასევე KfW ბანკმა და ევროკავშირმა განახორციელა.

ინფრასტრუქტურული პროექტის სამშენებლო სამუშაოების დაწყების ცერემონიას აჭარის მთავრობის, საქართველოს პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოში გერმანიის საელჩოს, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის KfW, „აჭარის წყლის ალიანსის“ წევრები და მუნიციპალიტეტის მერები ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო