„თეგეტა ჰოლდინგს“ J.P. Morgan-ის დელეგაცია ეწვია

მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, J.P. Morgan-ის დელეგაცია „თეგეტა ჰოლდინგს“ საქმიანი ვიზიტით ეწვია. საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები სათავო ოფისის ინფრასტრუქტურას გაეცნენ და კომპანიის მენეჯმენტის გუნდს შეხვდნენ.

მხარეებმა რეგიონში უცხოური ფინანსური რესურსების მოზიდვის პერსპექტივასა და კომპანიის მიერ საშუალო ვადაში ევრობონდების გამოშვების პოტენციალი განიხილეს.

J.P. Morgan-ის წარმომადგენლებმა ჰოლდინგის გლობალური გეგმები და ფინანსური შედეგები დადებითად შეაფასეს. აღნიშნეს, რომ საერთაშორისო ბაზარზე საავტომობილო ინდუსტრიისა და ქართული კომპანიების მიმართ მზარდი დაინტერესება შეინიშნება.

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „თეგეტა ჰოლდინგის სამომავლო გეგმები საერთაშორისო ბაზრებზე ჰოლდინგის პოზიციონირების გაძლიერებაა. კომპანია, როგორც ადგილობრივი კაპიტალის ბაზრებზე აქტიური ემიტენტი, სამომავლოდ ევრობონდების ემისიას განიხილავს. საერთაშორისო ექსპერტების მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებთან სწორედ ევრობონდების ემისიაზე ვისაუბრეთ“.

მსოფლიოს უმსხვილესმა საინვესტიციო ბანკმა, J.P. Morgan-მა „თეგეტა ჰოლდინგი“ ივნისში ლონდონში დაგეგმილ კონფერენციაზე მიიწვია. საერთაშორისო ღონისძიებაზე „თეგეტა“, როგორც ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის ლიდერი, პარტნიორებს საკუთარ საქმიანობას გააცნობს.

„თეგეტა ჰოლდინგმა“ 2023 წელს 7 ემისია განახორციელა, განთავსებული ფასიანი ქაღალდების ჯამურმა მოცულობამ კი 300 მლნ ლარი შეადგინა, ინვესტორთა რაოდენობამ 477 მიაღწია, საიდანაც 30% არარეზიდენტი ფიზიკური პირია. „თეგეტა ჰოლდინგის“ სახელს უკავშირდება ეროვნულ ვალუტაში კავკასიაში პირველი მწვანე ფასიანი ქაღალდებისა და პირველი ფასიანი ქაღალდების ფიზიკური პირებისთვის ლარში გამოშვება.

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე