გია ვოლსკი - ვაჭრობაზე არაა საუბარი, მითუმეტეს აფხაზეთთან ვაჭრობაზე, საუბარია კანონის პაკეტის რეალიზებაზე, რომელსაც ჰქვია „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“

ვაჭრობაზე არაა საუბარი, მითუმეტეს აფხაზეთთან ვაჭრობაზე, საუბარია კანონის პაკეტის რეალიზებაზე, რომელსაც ჰქვია „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ - სხდომა იმიტომ იყო დახურული, რომ არანაირი სურვილი არ გვაქვს, ეს თემა ისე იყოს განხილული, როგორც, სამწუხაროდ, ჩვენს დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეს ახასიათებს,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კომიტეტზე საუბარი იყო ომით გახლეჩილი საზოგადოების წარმომადგენელთა ურთიერთობებზე, ასევე ნდობის აღდგენის მიზნით სახალხო დიპლომატიაზე.

„ვაჭრობაზე არაა საუბარი, მითუმეტეს აფხაზეთთან ვაჭრობაზე. საუბარია კანონის პაკეტის რეალიზებაზე, რომელსაც ჰქვია „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. ომით გახლეჩილი საზოგადოების წარმომადგენელთა ურთიერთობები, ნდობის აღდგენის მიზნით სახალხო დიპლომატია; გარკვეული ბიზნესპროექტების განხორციელების შესაძლებლობა და პერსპექტივები. საუბარია ადამიანებს შორის ურთიერთობებზე. მშვიდობის ფონდს ახლახან კანონით უფლება მიეცა პერსონალური სუბიექტის გარდა დააფინანსოს ბიზნეს სუბიექტი, თუ ასეთი შეიქმნება. მისასალმებელია, რომ ასეთი კარგი კანონპროექტი არსებობს. მომავალში უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. სხდომა იმიტომ იყო დახურული, რომ არიან ადამიანები, რომლებიც გარკვეულ აქტივობას აწარმოებენ და არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ ეს თემა ისე იყოს განხილული, როგორც, სამწუხაროდ, ჩვენს დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეს ახასიათებს, რომ „იქ რაღაც პროცესი მიდის”, რათა არ შეეშალოს ხელი იმ კეთილ წამოწყებას, რომელიც ამ კანონპროექტებშია გათვალისწინებული”,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი