კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლები საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს გაეცნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წარმომადგენლებმა კომუნიკაციების კომისიის თანამშრომლებს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები გააცნეს.

ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და მონაწილეებს 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების და ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ინფორმაციის თანახმად, მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ უპრეცედენტო ინფორმირების კამპანიაზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს იმისათვის, რომ ამომრჩევლები 26 ოქტომბერს სიახლეებს ინფორმირებულნი შეხვდნენ.

„დეტალური პრეზენტაცია საარჩევნო სიახლეების, ვერიფიკაციის და ხმის თვლის აპარატების შესახებ მონაწილეებს საარჩევნო კომისიების მართვის განყოფილების უფროსმა რევაზ ეგაძემ წარუდგინა, რის შემდეგაც კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ იმიტირებულ კენჭისყრაში და პირადად ენახათ თუ როგორ მუშაობს ტექნოლოგია. კომუნიკაციის კომისიის წარმომადგენლებმა პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

2024 წლის პარლამენტის არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიები ყველაზე დიდი მასშტაბით იქნება გამოყენებული და ამომრჩეველთა თითქმის 90% ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისად, სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან შეხვედრები ინტენსიურად გაგრძელდება“, - ნათქვამია ცესკ-ს ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია