მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი - მოლდოვას 2030 წლამდე შეუძლია ევროკავშირის წევრი გახდეს

მოლდოვას 2030 წლამდე შეუძლია ევროკავშირის წევრი გახდეს, - ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიჰაი პოპშოიმ უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ეს ამბიციური მიზანია, მაგრამ რეალისტური, „ჩვენი დღევანდელი ვითარებისა და რეფორმების სფეროში მიღწევების გათვალისწინებით“.

„ამას გარდა, მოდით გულწრფელები ვიყოთ: მოლდოვა პატარა ქვეყანაა. კი, სიმდიდრესთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს, ეს ფაქტია. მაგრამ ამ მიზანს მაინც რეალურად ვთვლი. მას რეალურად ვთვლით და იმაზე ვიმუშავებთ, რათა ეს მოხდეს“, - განაცხადა პოპშოიმ.

მან აღნიშნა, რომ მოლდოვა ვერ შეძლებს ისეთ ქვეყნებთან კონკურენციას, რომლებმაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი ერთ ან ორ წელიწადში დაასრულა.

„თუმცა სრულიად შესაძლებელია რამდენიმე წელიწადში გამკლავება [მოლაპარაკებებთან], რათა 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი გავხდეთ”, - განაცხადა პოპშოიმ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე